დროის შეგრძნების დაკარგვა,
უმიზნიდ ყოფნა,
ყოფიერება
ყოფიერების ჭაობში შთაფვლა, ნათლობა.
8 წლის ბიჭუნა ნიკელის ჯვარტვიფრიან ,,ტაშტში" .
ცრემლებით განდევნა - არა
ასაკი
მხოლოდ ფურთხი სამჯერ
და სამჯერაც სამჯერ
ტფუი!
ტფუი შეგრძნებებს,
უხერხულობას,
ტფუი, ყოფიერების მდუმარებას.
ბაზილიკა, სამ - სამი თაღი
ბოძები მწკრივზედ
და შავი კაბა.
ვერტიკალი, მეწამული ოლარი,
გაბმული ხმა.
თმა,
ზეთი,
ბიბლიური მდინარის წყალი.
დროის დაკარგვა
Zura's Sketchblog
ზურა ჯიშკარიანი
Saturday, May 5, 2012
Tuesday, March 13, 2012
დილით
სცივა,
არ იწვის,
სიამოვნებს,
მისი სხეულის სითბოს უკეთ შეიგრძნობს სიცივეში, არც ექიმის დასკვნა ჭირდება, არც მოძღვრის კურთხევა იგრძნოს პოლუსი სხეულით,
ჩრდილოეთი,
სამხრეთი,
იქნებ შუალედური ან სულაც მხარეების გარეშე.
აღარ აინტერესებს ჩაძინებამდე მასში გამომწყვდეული ფიქრები თოვლიანი ქარბუქივით , რომ მძვინვარებდა გონებაში.
დილით მასთანაა,
სძინავს.
საბანი მართკუთხა სამკუთხედს ქმნის მათ ფეხებთან; გეომეტრიის მასწავლებელი ახსენდება თვალდახუჭულს, ჭაღარა, ჩამრგვალებული ქალი ჭროღა თვალებით, მუდამ მჯდომარე მაგიდასთან ზარის მოლოდინში. მსრბოლი მისი კოტოტა ფეხებით.
გონებაში ფიქრს განდევნის ცივი გათოშილი თითებით მასთან შეხებისას. თრთის, გრძნობს.
ალბათ მასაც ღვიძავს, სიტყვების გარეშე არსებობენ დროში, დრო კი გაციებულიყო თერმომეტრის მინუს 4 გრადუს ქვემოთ, საათების შემდეგ ნახავენ ერთად შუშაბანდის მესამე ფანჯრის საყრდენ ბოძთან მას.
ხელის გულით გრძნობს მკერდზე ბეწვს, თრთოლა კანკალში ეზრდება , მაგრამ არ იმჩნევს,
ორივე სხეულს სძინავს...
სიცივეს არ იმჩნევენ, არც გუშინდელი სიტყვების გახსენება უნდათ. სიტყვების რომელიც სად იშვა და რად ჩადგა მათ შორის ვერ მიხვდებოდნენ დღეს.
ტკივილი გაყინა სიცივემ, შეითქვნენ მასთან, მესამე დაეხმარა ერთჯერ ერთს რომელიც ერთი იყო თვეების წინ ახლა კი კანონზომიერად თუ უკანონოდ ორად იქცა.
გაურბიან ქუთუთოს რხევას...
-----------------
-რამდენია?
-38-ს ორი აკლია, შენ ნახე, უწვდის ოფლის სუნით დაფარულ მინის ხელსაწყოს თანამოლაბორანტეს.
მხურვალე ელოდება პასუხს.
-39 და სამი.
-არაუშავს გადავიტანთ...
-მაშ!
და ორივე იღიმის,
დედას აჯავრებს ერთ-ერთი, სიცილის ხმა ფარავს მათივე სხეულის მოძრაობით გამოწვეულ საწოლის კვნესას.

Friday, February 17, 2012
სამყაროდ
სივრცისადმი ტრფობა,
ვნება უსასრულო ,
მზე , თანავარსკვლავედი,
მოულოდნელი დასასრული,
ჩვეულებრივი
ან რატომ უნდა იყოს არაჩვეულებრივი, გალაქტიკური სივრცის ნაწილი??
აქ ხომ ყველაფერი ჩვეულებრივია,
არც მეტი, არც ნაკლები
დადიხარ , ფიქრობ
ევთანაზიას ითხოვ,
სულით უუნარო არსებობს?!
კანონი კანონპროექტადაც არ დევს პარლამენტის სიცოცხლის კომიტეტის დამტვერილ თაროზე,
შეიქმნება კი ოდესმე ასეთი კომიტეტი რჩეულთა საკრებულოში?
დილის 09:50 საათი (უწუთოდ, ფორმაა ასეთი)
შვიდს მიასწარი, ოთხი დაგხვდა.
მეხუთე ფიქრს წყვეტ და იწყებ ღიმილს
დილამშვიდობის, როგორ ხარ? როგორ ბრძანდები?
გმადლობთ და
თქვენ?
ხელის ერთი მოძრაობით რთავ კომპიუტერს და იწყება:
ცხრილები,
რიცხვები,
რიცხვები,
რიცხვები
დაუსაბამოდ, შეურთველად
სამყაროდ,
მძიმეა ,
ვერ წონის
სული სამყაროზე მძიმეა ყოველთვის, ყოველთვის!!!

Saturday, January 28, 2012
რომელი საათია?
,,მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს“
,,რომელი საათია?“...
,,შუაღამე იწვის დნება“...
ჩემს სარკმელთან სიო არ ჩურჩულებს,
ჩემთან ალბათ მტკვრის მუნჯი სიო განმარტოვდა,
სიოშიც არ მაქვს ბედი,
ვწუწუნებ.
ღამე მდორეთ მიედინება, მღვრიე მტკვარივით, ჩემი სახლის საძირკველს ყოველ დღე რომ ჰპარავს დღეებს მარადისობაში მარტოდყოფნაში.
ან კი არსებობს მარადისობა?!
არსებობ ღმერთო?!
გრძნობებო, რომლებიც დღევანდელი (15.01.12) ამინდივით ცვალებადები ხართ ჩემში.
მე უფრო ხანგრძლივი ვყოფილვარ თქვენზე.
მატერიამ გაჯობათ ,,მარადისობის მოციქულებო!“
მოკვდით თუ გარდაიცვალეთ?
საფლავი მინდა თქვენი - ქრიზანტემები მოვიტანო, როს დაცინვა მომინდეს განმარტოებულს აღმატებულზე,
ოცნებებებზე,
მეოცნებენზე, ჩემებრ დღე-გრძელ სულელებზე, დამძიმებულ არსებებზე, საკუთარი მძორი რომ ფეხმძიმებას დაადებთ სასჯელად ზეციერთ , მიწაზე ხოხვისთვის.
იქნებ კრემაცია იყო თქვენი დასასრული, ვინ აახდინა პოეტთა ნატვრა შელლის სხეულზე.
კვამლი, მხრჩოლავი კვამლი
,,ბურუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური“
ტალღები ხმას არ გამოსცემს,
არ არიან...
ქვებზე...
,,დახეული მაქვს ლაყუჩები“...
თევზი საუბრობს ზღაპარში ხშირად,
წერს ვინმე ზღაპრებს ისევ?!
არტახებიან მდინარესთან დაბმულნი
,,როგორც რომ ბურვაკი პალოზე“
ოცდამეერთეს მოყვება ალბათ ოცდამეორე...
სიკვდილზე მსუბუქია გარდაცვალება,
თვითონვე ვატყობ, ძვლების ტკაცანით,
სუნთქვა არსებობას ყოველთვის ვერ იტევს...
რიტმია ასეთი,
თქვენში ეთერს იტყვიან...
,,მოვიდეს თუ-ღა მოვიდა , არა მაქვს თვალში ნათელი.“

Tuesday, December 20, 2011
შენთან
ტკივილიანი მოდი ჩემთან,
ჩემს სიმშვიდეში, მოიტანე ისინი -
შენი ტკივილები,
მე გელოდი დროების თვლისას,
გელოდი რადგან ვგრძნობდი
შტილის აუტანლობას.
მინდოდა ქარბუქს აევსო ფილტვები
მინდოდა სუნთქვაში ყოფნა
შენი არსების.
მეგონა იქ წლების წინ ბაგაზე
ჩემს გამო იშვი, ჩემი სიყვარულისთვის,
თავს ვაჯერებდი.
შენ ტკივილი მომიტანე, შენი ტკივილი
გინდოდა შემბრალებოდი,
ტკივილს თესდი...
გაქრა ოცნებები, რომელსაც ღამით განდობდი,
შენმა ტკივილმა წაიღო. შავი ხვრელი -
ჩვენს გალაკტიკაში.
მარტოობა გზარავს , მეც შენთან ერთად.
დალევა მინდა,
ბავშვობა მინდა,
ჩემი ბავშვობის სახლი, საწოლი სარკმელთან,
დასავლეთის ცა დილით,აღმოსავლეთის მზის პირისპირ.
გაღვიძება,
შენთან მინდა...

Tuesday, December 13, 2011
პიესა
მოქმედება სულიერად დაავადებულთა საავადმყოფოში, პალატა მინიმალური დეკორაციით . მუსიკის ნაცლად ხმაური მეზობელი პალატებიდან.
ექიმი თეთრი ხალათით
ექიმი - სძინავს. (პაციენტის გვერდით , პაციენტზე)
პაციენტი - ექიმო დაფრინავს, მე დავინახე, გაფრინდა!
ფარდა იწევა, მაყურებელი დაწყებულ სპეკტაკლში შედის. ერთადერთი ლამპიონი, მიმართული სცენის მარცხენა მხარეს პაციენტების საწოლებზე.
ექიმი - მჯერა შენი, დაიძინე ჩემო კარგო.
ის, მიფრინავდა, მიფრინავდა, მიფრინავდა...- პაციენტი.
დაღამდა,
ბნელა,
სიჩუმე, სუნთქვა, წამოძახილი, მედდა...
მყუდრო ადგილს ეძებს ძილი დასაძინებლად,
დაიღალა,
დადის,
ტერფების ხმა კვალს არ ტოვებს...
მხოლოდ ერთი სხივი,
ერთადერთი,
წამით მარტო.
ორი სხივი,
შეემატა.
გაათბნენ.
ფარდა მოულოდნელად ეშვება, პარტერში შუქი ინთება.
პიესაში დასასრულს სწერია - (ფარდა)
ერთი წლის შემდეგაც ეხსომება მარტო მყოფს, მეორესთან მარტოობის წამი.
წამიც აღარ იქნება მის არსებობაში ორის მარტოობის წამის გარეშე.
გამეორდება მუდამ.
წამებამდე,
ერთის მარტოობის წამებამდე.
გრეგორის კალენდრით 15 დეკემბერი .

Tuesday, November 29, 2011
თოვლი
დაღლილმა ხელმა დაუხუჭა თვალი.
წამები გავიდა უკანასკნელი ამოსუნთქვიდან,
მას ადრე თუ გვიან დაივიწყებენ
კანონზომიერებას შეუერთდება პატარა არსება.
დანარჩენი რიტუალია,
ტრადიცია.
ადამიანები.
სიტყვები, ისევ სიტყვები.
შენ დედამიწის მეორე მხარეს,
საწოლში მშვიდი ძილით გძინავს.
ის არავინაა შენთვის. ვერ გრძნობ.
არ გეცოტავება გარემო უმისოდ.
დილით თვალხილულს თოვლის ფანტელი გხვდება.
არაა იისფერი,
არც ქალწული იყო ოდესმე.
გიხარია ბავშვური აღტაცებით.
წარმოიდგენ როგორ დადიხარ მასზე.
ხმას შეხებისას.
ჩაისუნთქავ მოჭარბებულ ჟანგბადს...
შენ ჯერ კიდევ გაქვს დრო.
იქ სხვაგან კვდებიან ,
ყოველი წამი დაბადებისაა…
გარდაცვალების.
გიყვარს თოვლი

Subscribe to:
Posts (Atom)